მთავარი » 2012 მაისი 16 » ვენგერი:”ეს სეზონი უოლკოტისათვის იყო საუკეთესო”
6:30 PM ვენგერი:”ეს სეზონი უოლკოტისათვის იყო საუკეთესო” | |
![]() არსენ ვენგერის აზრით, 2011/12 წლების სეზონი თეო უოლკოტისათვის იყო საუკეთესო. ახალგაზრდა ინგლისელმა შემტევმა ამ სეზონში 11 გოლის გატანა მოახერხა და ასევე ის რეგულარულად ეხმარებოდა ვან პერსის. უოლკოტმა ჩელსისთან მატჩში ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე თამაშს ვეღარ შეძლებს, მაგრამ ვენგერმა დაადასტურა, რომ მას შეუძლია ეურო 2012-ზე თამაში.
”ის აუცილებლად მზად იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის. მას აქვს მცირე პრობლემა, თავდაპირველად ჩვენ გვეგონა, რომ დიდი ხანი მოუწევდა უქმობა, მაგრამ ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა, როგორც ჩვენ გვეგონა. ასევე იმასაც გეტყვით, რომ მას აქვს მცირე შანსი ითამაშოს სეზონის ბოლო შეხვედრაში ნორვიჩის წინააღმდეგ. მისი მცირე ტრავმა არის კარგი ინგლისის ნაკრებისათვის, რადგან მას ესაჭიროება ცოტა დასვენება.” ”ჩემი აზრით, მას ჰქონდა თავისი საუკეთესო სეზონი ამ წელს. ის თამაშიდან თამაშამდე უმატებდა ტემპს და უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა მისი თამაში. მე კმაყოფილი ვარ უოლკოტის ჩატარებული შეხვედრებით. ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ სეზონის დასასრულს და ვნახოთ შეძლებს თუ არა ნორვიჩის წინააღმდეგ თამაშს თეო” - განაცხადა ვენგერმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |