მთავარი » 2012 აპრილი 28 » ვენგერი ჯეკ უილშირზე საუბრობს
11:38 AM ვენგერი ჯეკ უილშირზე საუბრობს | |
![]() არსენ ვენგერი კატეგორიული წინააღმდეგია ჯეკ უილშირის ეურო 2012-ზე გაშვების. ვენგერი აცხადებს, რომ მას სურს ინგლისელმა ნახევარმცველმა სრული წინასასეზონო მოსამზადებელი კურსი გაიაროს ლონდონის "არსენალთან" ერთად. უილშირს სულ ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა და მისი ასეთი სრული დატვირთვით თამაში ცოტა სახიფათოა.
”უილშირის გამოჯამრთელება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ჯეკი ჩვენთან იყოს ზაფხულში წინასასეზონო მომზადების პერიოდში. მართალია ის პროგრესირებს, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით.” ”მისი მიზანია მოედანზე დაბრუნება, მისთვის არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზანი, როგორიცაა ოლიმპიადა ან კიდევ ევროპის ჩემპიონატი. მისი მთავარი პრიორიტეტია მოედანზე გავიდეს და ითამაშოს ფეხბურთი. მე ვარ ძალიან ფრთხილად მასთან მიმართებაში.” ”წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ 20 წლის და თამაშობთ ეროვნულ ნაკრებში. თქვენ გადიხართ მომზადებას და უცებ არაფერი, ეს ძალიან შოკის მომგვრელი იქნება ნებისმიერი ფეხბურთელისათვის. მე ძალიან მინდა , რომ უილშირი ზაფხულში ჩემთან ერთად იყოს, მაგრამ ამის გარანტიები არ მაქვს სამწუხაროდ” - აცხადებს ვენგერი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |