არსენალი დღეს სანდერლენდს, ოთხშაბათს მილანს და შაბათს ისევ სანდერლენდს დაუპირისპირდება.ეს მატჩები სამ სხვადასხვა ტურნირზე გაიმართება და მათში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანია, ხოლო არსენს თავისი შეგირდების დიდი იმედი აქვს.
"ისეთ პერიოდში შევდივართ, რომელიც ჩვენი სეზონის ბედს გადაწყვეტს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან 1 კვირის განმავლობაში 3 თამაში გვაქვს განსხვავებულ გათამაშებებში. ყველა ტურნირზე ისეთ პოზიციაში ვიმყოფებით, რომ გამარჯვება აუცილებელია. არ ვიხსენებ წინა სეზონს, რადგან ერთ წარუმატებლობას შეუძლია გავლენა მოახდინოს მთლიანად სეზონზე. ახლა კი ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ, რადგან ვგრძნობ გუნდი ფსიქოლოგიურად ძლიერია და ყოველდღე ფანტასტიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს თამაშებისადმი. წელს აუცილებლად გავითვალისწინებთ გასული სეზონის შეცდომებს." - განაცხადა არსენ ვენგერმა.