მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-12-15
მთავარი » 2012 » მაისი » 1 » ვენგერი: “პოდოლსკი მომავალი “არსენალის” მნიშვნელოვანი ნაწილია”
4:24 PM
ვენგერი: “პოდოლსკი მომავალი “არსენალის” მნიშვნელოვანი ნაწილია”
ლონდონის "არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მისი გუნდის ახალ შენაძენზე, ლუკაშ პოდოლსკიზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ჯერ კიდევ "კიოლნში” მოთამაშე პოდოლსკი კარიერას "არსენალში” განაგრძობს. 26 წლის შემტევის ტრანსფერი კლუბებმა ოფიციალურად უკვე დაადასტურეს.
"პოდოლსკის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმებულია და ჩვენ კმაყოფილები ვართ. ამ ფეხბურთელს მომავალი "არსენალის” მნიშვნელოვან ნაწილად მივიჩნევ.
ლუკასი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც დამაგვირგვინებენ ფაზაში შესანიშნავად მოქმედებს. თავისი მაღალი კლასი მან კლუბსა და ნაკრებში თამაშის დროს უკვე დაამტკიცა.
მოხარული ვარ იმის გამო, რომ ტრანფერთან დაკავშირებული ყველა საკითხი ასე მალე მოგვარდა” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს The Telegraph-ი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 689 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]