მთავარი » 2012 ივნისი 6 » ვენგერი: პორტუგალიისგან სიურპრიზებს უნდა ველოდეთ
6:33 PM ვენგერი: პორტუგალიისგან სიურპრიზებს უნდა ველოდეთ | |
![]() ლონდონის არსენალის მწვრთნელი, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ პორტუგალიის ნაკრების ჩამოწერა არ შეიძლება და ისიც დაამატა, რომ ეს გუნდი ევრო 2012-ზე სიურპრიზს გაუკეთებს ყველას.
შეგახსენებთ, რომ პირენიელები B ჯგუფში გერმანიასთან, დანიასთან და ჰოლანდიასთან ერთად იმყოფებიან და სწორედ ამიტომ საფეხბურთო სამყაროში ბევრს ეს ნაკრები ჩამოწერილი ჰყავს. "ყველამ ვიცით, რომ პორტუგალიას რონალდუ ჰყავს, თუმცა მათ ასევე ნანიც ჰყავთ - ამათ გარდა კიდევ არის ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ამ გუნდში." - განაცხადა ვენგერმა. "მათ სიურპრიზის გაკეთება შეუძლიათ ყველასთვის. უკანასკნელ წლებში მათ მსოფლიო ტურნირებზე ვერ მიაღწიეს წარმატებებს და სწორედ ამიტომ ჰყავს ბევრს ჩამოწერილი ეს ნაკრები." | |
|
სულ კომენტარები: 0 | |