მთავარი »
2012 » აპრილი » 16 » ვენგერი სიმულაციისთვის ფეხბურთელების დასჯას ითხოვს
7:09 PM ვენგერი სიმულაციისთვის ფეხბურთელების დასჯას ითხოვს |

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ამჯერად სიმულაციის წინააღმდეგ გამოდის. მან განაცხადა, რომ ფეხბურთელი, რომელიც მოადანზე დაცემას მხატვრულად გააფორმებს უნდა დაისაჯოს დისკვალიფიკაციით.
"მაგალითად შემიძლია ეშლი იანგის მაგალითზე ვისაუბრო. ის ყოველ წაქცევას მხატვრულად აფორმებს. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა "ქპრ"-ს წინაღმდეგ. ბეილი კი ამ საქმეში ჩემპიონია. მე ვფიქრობ, რომ ის ფეხბურთელი, ვინც მსაჯს მსგავსი ხერხით დააბნევს ძალიან მკაცრად, მაგალითად დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს."
"ყველას ვინც თამაშობს სურს, რომ გაიმარჯვოს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს. ამისათვის კი ხშირად მიმართავენ სიმულაციას. არ ვამბობ, რომ ჩემ ფეხბურთელებს მოედანზე წაქცევა მხატვრულად არ გაუფორმებით, თუმცა ვინც ამას აკეთებს ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ მსაჯიც არ უნდა დაიბნეს და ყველა სიტუაცია სწორად შეაფასოს."
"ძალიან ცუდი სანახავია, როდესაც საჯარიმოში ყველაფერ მცირეს ფეხბურთელები ამუქებენ და ამით შეაძლოა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ასევე დიდი პრობლემაა დამხმარე მსაჯები, ისინი ხშირად უშვებენ შეცდომებს, აქ მთავარი პრობლემა მხოლოდ მათშია. მე ვემხრობი იმას, რომ მსაჯებს ჰქონდეთ საშუალება ყველა შემთხვევა განმეორებით ნახონ და გადაწყვეტილება მერე მიიღონ."
"ამისათვის საჭიროა შეიქმნას სპეციალური კომიტეტი და გადაწყვეტილება ერთად მიიღონ."
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 691 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]