მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მაისი » 6 » ვენგერი წარუმატებლობას დაცვას აბრალებს
10:34 AM
ვენგერი წარუმატებლობას დაცვას აბრალებს
"ლონდონის არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აღიარებს, რომ მისი გუნდის დაცვა სუსტად გამოიყურებოდა ნორვიჩთან დაპირისპირებაში.

"მეთოფეები" მეორე წუთზე დაწინაურდნენ იოსი ბენაიუნის გოლის წყალობით, მაგრამ ჰოლაანის და ჰოლტის გოლების წყალობით "ნორვიჩი" წინ გავიდა. პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირმა რობინ ვან პერსიმ დუბლი გაიფორმა და მისი გუნდი კვლავ დააწინაურა. მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა 85-ე წუთზე მორისონის გოლმა. ვენგერი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა საკუთარი გუნდის დაცვის თამაშით და აღიარა, რომ მოწინააღმდეგეს საკმაოდ ბევრი შანსი მისცეს.

"დღეს ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაში", - განუცხადა არსენალის მთავარი მწვრთნელმა "skysport"-ს.

"ჩვენი მცველების "წყალობით" მათ ძალიან ბევრი შანსი მიეცათ, თუმცა ნურც მათ დავუკარგავთ შესანიშნავ თამაშს".

დიდი გამოხმაურება მოჰყვა თერთმეტმეტრიანის ეპიზოდსაც, თუმცა არსენალის მენეჯერს დიდად არეფერი გაუპროტესტებია, რადგან მისივე თქმით მთელ სეზონში არსენალს დამსახურებულ პენალტებს არ უდებდნენ. შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ლონდონური" კლუბი მესამე ადგილზე იმყოფება და 2 ქულით უსწრებს "ნიუკასლს" და "ტოტენჰემს". არის იმის საშიშროება, რომ "მეთოფეები" მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებენ, თუმცა ვენგერის თქმით ისინი ყველაფერს გააკეთებენ ოთხეულში დასარჩენად.

"ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, სწორედ ეს გავაკეთეთ დღევანდელ მატჩში და ამასვე გავიმეორებთ სეზონის უკანასკნელ თამაშშიც".







კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 692 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]