მთავარი »
2012 » აპრილი » 15 » ვენგერი: უილშირის რეაბილიტაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს
2:38 PM ვენგერი: უილშირის რეაბილიტაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს |

არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი ჯეკ უილშირი ამ სეზონში მინდორს არ დაუბრუნდება, რადგან მისი რწაბილიტაციის პროცესი ნელ ტემპში მიმდინარეობს.
გავიხსენოთ, რომ უილშირმა ტრავმა წინასასეზონო მზადების შეხვედრაში მიიღო და შემოდგომის პერიოდში ჩაუტარდა ოპერაცია. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ახალგაზრდა ინგლისელს ჯერ არცერთი მატჩი არ გაუმართავს.
დღემდე არსებობდა იმის შანსი, რომ 20 წლის უილშირი გამართავდა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე მატჩს და შეძლებდა ევრო 2012-ზე ინგლისის ნაკრებთან ერთად გამგზავრებას. მაგრამ ახლა ამის შანსი ძალიან მცირეა.
„ჯეკის შემთხვევაში მე არ ვაპირებ რაიმე რისკზე წასვლას. მისი რეაბილიტაცია ნელა მიმდინარეობს და ახლა ჩვენ იძულებულნი ვართ მუდმივად ვაკონტროლოთ სიტუაცია".
„გასულ კვირაში მე ვთქვი, რომ უახლოესი 3 კვირა გადამწყვეტი იქნებოდა მისთვის. ახლა მხოლოდ 2 კვირაღა დარჩა, მაგრამ ახალს ვერაფერს გეტყვით",
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 685 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]