მთავარი » 2012 აპრილი 21 » ვენგერი: "უოლკოტმა შესაძლოა დარჩენილი სეზონი გამოტოვოს"
10:27 PM ვენგერი: "უოლკოტმა შესაძლოა დარჩენილი სეზონი გამოტოვოს" | |
![]() ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით, დღეს გამართულ ლონდონურ დერბში "ჩელსის" წინააღმდეგ, კლუბის თავდამსხმელმა, თეო უოლკოტმა განიცადა დაზიანება, რომელმაც შესაძლოა აიძულოს მოთამაშეს გამოტოვოს დარჩენილი სეზონი...
"როგორც ჩანს, თეომ მუხლის ქვედა მყესი საკმაოდ სერიოზულად დაიზიანა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მიმდინარე სეზონში დაბრუნდეს". - განაცხადა ვენგერმა. კომენტირებისას, არსენმა ასევე ისაუბრა დღევანდელ მატჩზე და მას "უცნაური" უწოდა: "თამაში გასაკვირი იყო. მოწინააღმდეგემ გადაწყვიტა თამაშის ჩაკეტვა და ჩვენი მცველების უხერხულ მომენტში დაჭერა. ჩვენ დღეს არ ვიყავით ძალიან სწრაფები და არ გამოვირჩეოდით ზუსტი პასებით, ამიტომ ვერ გავუჩინეთ ბზარი "ლურჯების" დაცვას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვქონდა შანსი მოგვეგო ეს მატჩი, "ჩელსის" კი - არა". - დასძინა მწვრთნელმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |