მთავარი »
2012 » თებერვალი » 11 » ვენგერი:"ვისურვებდი ანრი უფრო დიდხანს დარჩენილიყო"
0:25 AM ვენგერი:"ვისურვებდი ანრი უფრო დიდხანს დარჩენილიყო" |
 როგორც ჩანს ანრი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს გუნდზე.მისი კლუბში დარჩენა ყველას სურს და მათ შორის არის არსენ ვენგერიც.მოგეხსენებათ,ტიერი 16 თებერვალს უნდა დაუბრუნდეს თავის ყოფილ გუნდს და როგორც ჩანს ეს ასეც მოხდება. "ყველაფერი ნათელია:ანრი ნიუ-იორკში 16 თებერვალს დაბრუნდება,ანუ მილანთან მატჩის მეორე დღეს.ვისურვებდი კიდევ 2-3 კვირა დარჩენილიყო,მაგრამ უნდა წავიდეს.ის რედ ბულსის კაპიტანია და სეზონის გახსნისთვის მზად რომ არ იყოს,უსამართლობაა. რედ ბულსს სიტყვა მივეცით,რომ ანრი 16 იანვარს მათ დაუბრუნდებოდა,რასაც ავასრულებთ კიდეც.ანრის ჩემს აზრს იზიარებს და ფიქრობს,რომ კიდევ ორი კვირა დარჩენა ძალიან გვიანი იქნება. ანრი აქ ყოფნით ბედნიერია და გუნდის თითოეულ ფეხბურთელს უხარია მასთან ერთად თამაში.ვარჯიშებზე ყოველ კვირა უკეთესად გამოიყურება.მისი ფიზიკური მომზადება ახლა სხვა ფეხბურთელებისას გაუტოლდა.მისი მოძრაობები ვარჯიშებზე მაფიქრებინებს,რომ სირცხვილია ასეთი დონის თავდამსხმლის ნაკრებში უთამაშებლობა."-განაცხადა არსენ ვენგერმა.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 713 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]