მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » აპრილი » 26 » ვერმალენი “არსენალის” ერთგულია
7:53 AM
ვერმალენი “არსენალის” ერთგულია
ლონდონის "არსენალის” მცველი ტომას ვერმალენი "მეთოფეთა”რიგებში ასპარეზობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში აპირებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან მომქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონში ვერმალენმა "არსენალის” რიგებში ჩატარებულ 33 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

"არსენალში” თამაში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მინდა. ეს ჩემი გუნდია და აქედან წასვლას არ ვაპირებ. ლონდონურ კლუბში ასპარეზობის პერიოდში პროფესიონალური თვალსაზრისით საგრძნობლად გავიზარდე”, – განაცხადა ბელგიელმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ვერმალენი "არსენალის”ღირსებას 2009 წლიდან იცავს, მანამდე ის ამსტერდამის "აიაქსის” საკუთრება იყო.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 679 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]