მთავარი »
2012 » მარტი » 16 » ვერტონგენი: "არსენალიც მათ შორისაა"
0:12 AM ვერტონგენი: "არსენალიც მათ შორისაა" |

როგორც ჩანს, "არსენალს" სატრანსფერო სამიზნეების მონიშვნისას უმართლებს. ყოველ შემთხვევაში, ლუკას პოდოლსკის შემდეგ, რომელზეც გერმანული და ინგლისური პრესა ერთხმაში წერს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, ლონდონელთა რიგებში თამაშის პერსპექტივით აღფრთოვანება ვერ დამალა იან ვერტონგენმაც. "აიაქსის" 24 წლის ბელგიელმა კაპიტანმა ორიოდე კვირის წინ უკვე დაადასტურა, რომ სათამაშოდ ინგლისში მიდის. აქამდე მისი გადაბირების უმთავრეს ფავორიტად "ტოტენჰემი" მიიჩნეოდა, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელს უფრო "მეთოფეთა" ვარიანტი ხიბლავს. "ჩემმა აგენტმა უკვე იცის, რომელ კლუბებთან მოლაპარაკებაზე შეიძლება აქცენტის გაკეთება.
’’გაინტერესებთ, არის თუ არა მათ რიცხვში "არსენალი"? დიახ, ვადასტურებ, არის. ჩემი წასვლა უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია. "აიაქსი" უკვე ეძებს ჩემს შემცვლელს," - აცხადებს "დეილი ექსპრესთან" საუბრისას ვერტონგენი.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 728 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]