მთავარი » 2012 აპრილი 19 » ჟერვინიო: ჩვენ მხოლოდ მესამე ადგილზე ვფიქრობთ
9:20 PM ჟერვინიო: ჩვენ მხოლოდ მესამე ადგილზე ვფიქრობთ | |
![]() ჟერვინიო ამტკიცებს, რომ არსენალი აქცენტს მხოლოდ მესამე ადგილზე აკეთებს, რადგან კლუბი იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გავლენ.
არსენ ვენგერის გუნდი ხუთი ქულით უსწრებს ტოტენჰემსა და ნიუკასლს, მაგრამ ითამაშა ერთი მატჩით მეტი, ვიდრე მისმა კონკურენტებმა. მაგრამ მესამე ადგილის ბედი კვლავ არსენალის ხელშია და ჟერვინიომ განაცხადა, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამ სეზონში მესამე ადგილის დასაკავებლად. „ჩვენ გვინდა პირველ სამეულში მოხვედრა. მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულია და ჩვენ მოხარულნი ვიქნებით სეზონის იმ ადგილზე დასრულებით, რომელზეც ახლა ვიმყოფებით", - აცხადებს ჟერვინიო კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში. „ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლა წარმატების მიღწევა დარჩენილ ოთხ მატჩში. ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ მესამე ადგილისთვის და არ ვფიქრობთ მეოთხეზე". „კლუბში ყველა ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. მოთამაშეები, მწვრთნელი და გულშემატკივრები მხოლოდ მესამე ადგილზე დასრულებაზე ვფიქრობთ. თუ ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას, მაშინ კლუბმა უნდა იამაყოს, რადგან ჩვენ ყველამ ბოლომდე ვიბრძოლეთ". ჟერვინიო მიიჩნევს, რომ სეზონის ცუდი დასაწყისით არსენალმა ბევრი ისწავლა და უფრო ძლიერი გახდა. „მეთოფეები სექტემბერში პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე იყვნენ, მაგრამ ახლა მესამეზე ვართ და მხოლოდ ოთხი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი". კოტ’დიუვარელი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ არსენალის ეს აღორძინება გუნდის თვითგამორკვევაზე მუშაობამ გამოიწვია, რადგან ფეხბურთელებმა ირწმუნეს თავი საკუთარ კლასში და შესაძლებლობებში. „ჩვენ სეზონი კატასტროფულად დავიწყეთ. ამან ჩვენზე ძალიან იმოქმედა და შედეგად, ჩვენ ვისწავლეთ შეცდომებზე მუშაობა. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ". „ცხოვრების განმავლობაში კრიტიკა თითქმის ყოველთვისაა. ჩვენ უნდა დაგვემტკიცებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აღარ სჯეროდათ ჩვენი, რომ ჩვენ კვლავ კარგად ვითამაშებდით. შედეგიც სახეზეა. სეზონის ბოლო პერიოდში ჩვენმა თამაშმა ყველანაირი კითხვა გააქრო". ჟერვინიო მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი კარგი თამაში არსენალს აძლევს იმის რეალურ ოპტიმიზმს, რომ მომდევნო სეზონშიც ასე ითამაშებს გუნდი. „მართალია, რომ მე იმედგაცრუებული ვარ კიდევ ერთი უტიტულო სეზონით. მე მინდა ტიტულების მოგება. თუმცა, ჩვენ ამ სეზონში ბევრი რამ გადავიტანეთ". „მოხარულნი ვართ, რომ მივაღწიეთ ამ დონეზე თამაშამდე. იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში ჩვენ უკეთესად ვითამაშებთ". | |
|
სულ კომენტარები: 0 | |