მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » ჟერვინიოს აფრიკული ვერცხლი
8:38 PM
ჟერვინიოს აფრიკული ვერცხლი

        2012 წლის აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება თავიდანვე უცნაურად დაიწყო. მოულოდნელი ის იყო, რომ ტურნირზე შავი კონტინენტის ძლიერ ნაკრებთა ნახევარი არ მონაწილეობდა. სხვა შემთხვევაშიც ითვლებოდა უდავო ფავორიტად კოტ დ'ივუარის ნაკრები, მაგრამ ამ სიტუაციაში მისი გამარჯვება თითქოს ეჭვს არ იწვევდა.

ჟერვინიო, დიდიე დროგბა, დიდიე ია კონანი, სოლომონ კალუ, კოლო და იაია ტურეები, დიდიე ზოკორა, ფილფრიდ ბონი და ჩეიკ ტიოტე.
ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ევროპის ძლიერ კლუბებში წამყვანი როლები აკისრიათ, მაგრამ ამ ნაკრებმა ფინალი იმ ზამბიასთან წააგო, რომლის ღირსებასაც ცოტა ხნის წინ ზუგდიდის "ბაიაში" ნათამაშები ჩისამბა ლუნგუ და ჩინეთში მოთამაშე ვინმე კატონგო იცავენ.

ფინალამდე სპილოებს გოლიც არ ჰქონდათ გაშვებული, ყველა მატჩი მშრალად ჩაატარეს ფინალის ჩათვლით, რომელიც 0:0 გასრულდა. დაინიშნა მატჩის შემდგომი პენალტების სერია, რომელშიც კოტ დ'ივუარის მხრიდან მეცხრე პენალტის შესასრულებლად ჟერვინიო მივიდა... მისი დარტყმული მიზანს ასცდა, რომლის შემდეგ ზამბიელმა სუნზუმ გაიტანა და უდიდესი სენსაციაც გამოცხვა.

ჟერვინიომ ჩემპიონატზე ყველა მატჩი ითამაშა და ნახევარფინალში მალის ნაკრებს გამარჯვების გოლიც გაუტანა.
წარუმატებლობის მთლიანად მასზე დაბრალება მაინც არ შეიძლება, რადგან მანამდე დიდიე დროგბამ ვერ გაიტანა პენალტი (70-ე წუთი), რომელიც იმავე ჟერვინიოს წაქცევისთვის დაინიშნა.
აფრიკელი გუნდს მილანთან მატჩის მერე დაუბრუნდება და სავარაუდოდ უიქენდზე სანდერლენდთან იასპარეზებს ასოციაციის თასზე.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 696 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]