მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

შაბათი, 2024-05-18
მთავარი » 2012 » ივნისი » 30 » ოცნებებიც სრულდება, 2015 ში სუპერთასი თბილისში გაიმართება !!!
2:39 PM
ოცნებებიც სრულდება, 2015 ში სუპერთასი თბილისში გაიმართება !!!


გადაწყდა - 2015 წლის 12 აგვისტოს, თბილისი და საქართველო, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უეფას სუპერთასის მასპინძელი იქნება.

ეს გადაწყვეტილება დღეს, კიევში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე ესწრებიან.
უეფას გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან, მონაკო სუპერთასის ტრადიციული მასპინძელი აღარ იქნება და ამიერიდან, ყოველწლიურად მას სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებენ. მაგალითად, 2013 წელს, ფინალური მატჩი პრაღაში ჩატარდება; ხოლო, ჩვენდა სასიხარულოდ, 2015 წელს, ამ დიდი მატჩისა და ღონისძიების მასპინძელი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იქნება.
ამ ეტაპზე, დეტალები ჯერ ცნობილი არაა. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ, კიევში, საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას კი,ამომწურავი პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თბილისში დაბრუნების შემდეგ გაეცემა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 797 | დაამატა: Arsenal_Fan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 InTera   (2012-06-30 6:41 PM) [Entry]
dzaaan mmaagariaaa

0  
1 dato   (2012-06-30 5:54 PM) [Entry]
dzan magaria magari gamisworda biggrin biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]