მთავარი » 2012 აპრილი 27 » “აიაქსის” ბელგიელს ინგლისელები ეპატიჟებიან
0:58 AM “აიაქსის” ბელგიელს ინგლისელები ეპატიჟებიან | |
![]() ამსტერდამის "აიაქსის” კაპიტანმა, ბელგიელმა მცველმა იან ვერტონგენმა დაადასტურა, რომ ჰოლანდიურ გრანდს დატოვებს, თუკი მისით უფრო ძლიერი საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლები დაინტერესდებიან.
24 წლის ბელგიელის შეძენა, ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე სახელოვან კლუბს - ლონდონის "არსენალს” და "ტოტენჰემს”, ასევე, "ნიუკასლს” სურს. რადგან ამსტერდამელებმა ვერტონგენის შემცვლელი უკვე იპოვნეს, დიდი ალბათობით, ზაფხულში ტრანსფერი განხორციელდება. "ყველამ იცის, რომ წინადადებების განსახილველად მზად ვარ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "აიაქსს” ნებისმიერ შემთხვევაში დავტოვებ. ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, თუმცა, როცა წინადადეებს მივიღებ, აუცილებლად დავფიქრდები. ბევრი რამ მაქვს ასაწონ-დასაწონი. ახლა მხოლოდ "აიაქსის” წარმატებებზე ვფიქრობ და მსურს, მასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა მოვიპოვო” - უთხრა ვერტონგენმა Algemeen Dagblad-ს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|