მთავარი » 2012 აპრილი 21 » არსენალი - ჩელსი: უგოლო ფრე და გაუმართლებელი მოლოდინები
10:28 PM არსენალი - ჩელსი: უგოლო ფრე და გაუმართლებელი მოლოდინები | |
![]() ემირეითსზე გაიმართა შეხვედრა ორ ლონდონურ კლუბს, არსანალსა და ჩელსის შორის. დერბის მთავარი წინაპირობა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლების მოპოვება იყო და თუ მეთოფეები მოახერხებდნენ დერბში გამარჯვებას, ისინი ფაქტიურად გაინაღდებნდნენ ამას. თავის მხრივ, ჩელსის მართებდა მატჩში გამარჯვების მოპოვება, თუმცა მათ ახლო მომავალში ელით ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან გამეორებითი შეხვედრა კამპ ნოუზე, ამან თავისთავად გამოიწვია გუნდში დიდი ცვლილებები. კერძოდ, იმ ფეხბურთელეთაგან, რომლებმაც ითამაშეს ოთხშაბათს ბარსელონასთან, 8 არ გასულა ემირეითსის მინდორზე. რობინ ვან პერსის ლონდონურ დერბიში ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი. შესვენებამდე ჰოლანდიელმა თეო უოლკოტისგან მიიღო გადაცემა, თუმცა აქ რობინმა პირდაპირ ვერ მოახერხა თავისი სუსტი ფეხით დარტყმა, ამიტომ ის მარცხენაზე ბურთი გასწორებას ეცადა, თუმცა სანამ ეს ყველაფერი გააკეთა, მის გარშემო მეტოქის რამდენიმე მოთამაშე შემოიკრიბა. მეორე მომენტში შედარებით ეფექტური გამოდგა. ალექს სონგმა გაუკეთა ვან პერსის მაღალი გადაცემა, ჰოლანდიელმაც არ დააყოვნა და პირდაპირ, ერთი შეხებით დაარტყა ბურთი ჩელსის კარისაკენ, თუმცა პეტერ ჩეხი ადგილზე იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მომენტამდე არსენალს მატჩში ერთ-ერთი ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა. სტანდარტულის ჩამოწოდების შემდეგ ლორან კოშიელნიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. მატჩის ფაქტები არსენალი: სჩეზნი, სანია, ვერმაელენი, კოშიელნი, გიბზი, როსიცკი (დიაბი 64), უოლკოტი (ჟერვინიო 60), ოქსლეიდ-ჩემბერლეინი (სანტოსი 69), რემსი, სონგი, ვან პერსი. ჩელსი: ჩეხი, ბოსინგვა, კეჰილი, ტერი, ბერტრანდი (კოული 77), ესიენი, რომეუ (მიკელი 66), მალუდა, ტორესი, კალუ (მატა 74), სტარიჯი. მთავარი მსაჯი: დინი მაყურებელი: 60, 111 | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|