ლ ონდონის "არსენალის" კაპიტანი და მთავარი ბომბარდირი,ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი,"მანჩესტერ სიტისთან" მოგებული მატჩის შემდეგ, დარწმუნებულია საკუთარი გუნდის შესაძლებლობებში და ირწმუნება,რომ "ტოტენჰემთან" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სწორედ არსენ ვენგერის გუნდი გაიმარჯვებს,-"მესამე საფეხურისთვის ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ და ვფიქრობ,რომ ეს ჩვენთვის სულ არ არის შეუსრულებელი ამოცანა.სეზონის დასაწყისში გვქონდა გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ არსენალმა საჭირო დროს მოუმატა და საჭირო დროს შევიდა ოპტიმალურ ფორმაში.ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი გატანილი გოლები და მეტი გამარჯვებები დარჩენილ შეხვედრებში,რათა ტოტენჰემის შედეგზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი.ყოველი დაპირისპირება უკვე ფინალის ტოლფასია და გადამწყვეტი მტჩებისთვის მაქსიმალური მობილიზაცია გვჭირდება."-ციტირებს ფეხბურთელს Sky Sports-ი.შეგახსენებთ,მომდევნო ტური ინგლისის პრემიერლიგაში დღეს იღებს სტარტს,"არსენალი" გასვლაზე ეთამაშება "ვულვერჰემპტონს",ხოლო "ტოტენჰემი" საკუთარ მოედანზე "ნორვიჩ სიტის" მასპინძლობს.