მთავარი » 2012 მარტი 6 » არსენალი - მილანი (პრევიუ)
1:01 PM არსენალი - მილანი (პრევიუ) | |
არსენალი-მილანი (პირველი მატჩი 0:4) 2 კვირის წინათ გამართული შეხვედრის გარდა, გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. 1995 წელს, უეფას სუპერთასზე, "მილანმა” შინ 2:0 მოიგო. ლონდონში გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს. 2008 წელს, ლიგის 1/8-ფინალში, მილანში უკვე "არსენალმა” იმარჯვა 2:0, ხოლო ინგლისის დედაქალაქში გუნდებმა გოლის გატანა ვერც ამჯერად მოახერხეს. "არსენალი” იტალიის წარმომადგენლებს სულ 28-ჯერ შეხვედრია. ლონდონელებს 13 მოგება, 8 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში "არსენალმა” 7-ჯერ მოიგო, 3-ჯერ ფრედ ითამაშა და 2-ჯერ წააგო. "მილანის” ინგლისურ გუნდებთან დაპირისპირების ისტორია 33 შეხვედრას ითვლის. იტალიელებს 11-11 მოგება, ფრე და წაგება აქვთ. გასვლაზე, "მილანს” 1 მოგება, 5 ფრე და 8 მარცხი დაუგროვდა. შეხვედრას სლოვენიელი დამირ სკომინა განსჯის. მისი მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებში ორივე გუნდს ასპროცენტიანი შედეგი აქვს. "არსენალმა” ერთხელ მოიგო, ხოლო "მილანმა” – 3-ჯერ. ევროპაში ბევრი ისეთი გუნდი ნამდვილად არ მოიძებნება, რომლის ლაზარეთშიც უფრო მეტი ფეხბურთელი იმყოფება, ვიდრე "არსენალის”, ან "მილანის”. ტრავმების გამო, დღეს ლონდონელებს სანტოსი, მერტეზაკერი, უილშირი და რემზი დააკლდებიან. საეჭვოა ვერმაელენის, დიაბის, ბენაიუნის, არტეტასა და გიბსის თამაშიც. რაც შეეხებათ სტუმრებს, ტრავმირებული პატოს, იეპესის, აკვილანის, კასანოს, მერკელის, სტრასერისა და გატუზოს გარდა, ისინი დისკვალიფიცირებულ ამბროზინისაც მოისაკლისებენ. ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არიან ინძაგი და მუნტარი. • პრემიერლიგის ბოლო 2 საშინაო მატჩიდან, "არსენალმა” ერთში 7 გოლი გაიტანა, ხოლო მეორეში – 5; • ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო თერთმეტ თამაშში, რობინ ვან პერსიმ მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო; • ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ გათამაშებაში, "მილანი” ასპარეზობას 1/8-ფინალიდან ეთიშებოდა; • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ორრაუნდიან დაპირისპირებაში, ოთხბურთიანი ჩამორჩენა არცერთ გუნდს არ აღმოუფხვრია. ევროტურნირებზე უკანასკნელად ასეთი რამ 1985 წელს მოხდა, როდესაც უეფას თასზე მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან” 1:5 წაგების შემდეგ, მადრიდის "რეალმა” 4:0 მოიგო; • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან, ექვსში "მილანმა” მინიმუმ 2 გოლი გაიტანა; • "მილანი” ევროტურნირებზე 350-ე თამაშს ჩაატარებს; • მიმდინარე გათამაშებაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი 20-ჯერ დაჯარიმდა, რაც სტეფან კისლინგის შედეგთან ერთად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; • "არსენალი” მეტოქეს მე-2 ტაიმის საწყის 15 წუთში განსაკუთრებით უნდა უფრთხოდეს. დროის ამ მონაკვეთში "მილანმა” 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი 2 კვირის წინათ, ლონდონელთა კარში; • "მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან 4 ფრედ ითამაშა და 1 მოიგო; • "არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 საშინაო შეხვედრიდან 10 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა; • "არსენალს” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 მატჩი წაგებული აქვს. ამ ტურნირზე ლონდონელებს ზედიზედ 3-ჯერ არასდროს წაუგიათ; • მიმდინარე გათამაშებაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანზე 5-ჯერ გავიდა და მან გოლი ყველა ამ შეხვედრაში გაიტანა. სავარაუდო შემადგენლობები არსენალი (4-2-3-1): სჩეზნი, სანია, კოსილნი, ვერმაელენი, გიბსი, სონგი, არტეტა, უოლკოტი, როსიცკი, ჟერვინიო, ვან პერსი. მილანი (4-3-2-1): აბიატი, აბატე, მექსე, სილვა, ანტონინი, ნოჩერინო, ვან ბომელი, ემანუელსონი, ელ შაარავი, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო. მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია). | |
|
| |
| სულ კომენტარები: 1 | ||||||
| ||||||

