ლონდონის "არსენალმა" მადრიდის "რეალის" მცველ, რაულ ალბიოლით გამოხატა ინტერესი.
ცოტა ხნის წინ, რაულ ალბიოლმა განაცხადა, რომ "რეალში" დარჩენა და ძირითადისთვის ბრძოლა სურს, მაგრამ მისი გადაბირების მსურველი ისევ ბევრია. "პსჟ"-ს, "ლივერპულსა" და "ვალენსიას", ლონდონის "არსენალიც" შეუერთდა. არსენ ვენგერის გუნდს ცენტრალური მცველი ესაჭიროება და ესპანელი აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
ჟოზე მოურინიოს ალბიოლის დატოვება სურს, მაგრამ გრანდების მხრიდან ინტერესმა, შესაძლოა, პორტუგალიელ სპეციალისტს გადააფიქრებინოს მცველის გუნდში დატოვება.