მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » ივნისი » 6 » ბარსა ვერმაელენს არ ეშვება
11:05 PM
ბარსა ვერმაელენს არ ეშვება
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონას” უმთავრესი სამიზნე ლონდონის "არსენალის” ცენტრალური მცველი ტომას ვერმაელენი იქნება.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსა "მილანიდან” ტიაგო სილვას ყიდვას ცდილობდა, მაგრამ კატალონიელებს იტალიელების მიერ დასახელებული თანხა ებევრათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ” ტრანსფერში ტიაგოს ჩართვა გადაწყვიტა, მაგრამ ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, მოვლენების ასეთი განვითარება თავად ახალგაზრდა ნახევარმცველს არ აწყობს.
Daily Mail-ის ინფორმაციით , ტიაგოს სილვას შეძენის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, "ბარსას” ნომერ პირველი სამიზნე ტომას ვერმაელენი გახდა. მართალია, სილვას ალტერნატივად კატალონიელები მის თანამემამულე დავიდ ლუისს მიიჩნევდნენ, რომელიც "ბარსელონაში” გადასვლის წინააღმდეგი არაა, მაგრამ ანდონი სუბისარეტას აზრით, ბრაზილიელი უკანახაზელის გაყიდვაზე "ჩელსის” დათანხმება ძნელი იქნება.
ლონდონის "არსენალის” ბელგიელი მცველი ტომას ვერმაელენი, ბოლო წლებში დამაჯერებელი თამაშით გამოირჩევა და მან კატალონიელთა ყურადღება სწორედ ამიტომ მიიპყრო. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 26 წლის უკანახაზელს დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია და ეს პოზიცია "ბარსელონასთვის” ყველაზე მეტადაა პრობლემატური.
კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, ვერმაელენის გარდა, "ბარსელონას” სიაში იან ვერტონგენი ("აიაქსი”), მატს ჰუმელსი, ნევენ სუბოტიჩი (ორივე "დორტმუნდი”) და დეიან ლოვრენი ("ლიონი”) არიან
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 745 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Roybert   (2012-07-01 1:21 AM) [Entry]
Your anwser shows real intelligence.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]