მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ოთხშაბათი, 2025-06-18
მთავარი » 2012 » მარტი » 12 » ბელანდა მეთოფე ხდება ?
5:50 PM
ბელანდა მეთოფე ხდება ?

ფრანგული "მონპელიეს” 21 წლის მაროკოელი ნახევარმცველის, იუნეს ბელჰანდას შეძენით სერიოზულად დაინტერესდა ლონდონის "არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი. საკუთარი სურვილის შესახებ ფრანგი სპეციალისტი Eurosport-ს ესაუბრა.

"ძალიან კარგად ვიცნობ იუნესს. ის ძალზე ნიჭიერი ფეხბურთელია, დიდებული ტექნიკითა და მოედნის კარგი ხედვით. მას მარტოს შეუძლია ნებისმიერი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა. აფრიკის ერთა თასზე ბელჰანდამ თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა, რადგანაც თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდა და ვერ გაიხსნა, თანაც, მაროკოს ნაკრები ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. მომწონს ეს ფეხბურთელი. თუ "მონპელიე” მის გაყიდვას დათანხმდება, მზად ვართ, იუნესს ღირსეული წინადადებით მივმართოთ”, - თქვა ვენგერმა.
მიუხედავად ასაკისა, ბელჰანდა "მონპელიეს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად პირველივე დღიდან იქცა და მიმდინარე სეზონში საფრანგეთის პირველობაზე ჩატარებულ 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 742 | დაამატა: Arsenal | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 Arsenal   (2012-03-12 7:29 PM) [Entry]
uyure Monpelies tamashebs da giageb dzn magari centrshic tamashobs flangzec forvardis ukanac magari texnikuria kai pasi aq moedansac xedavs kargad da dartymas dayenebuli aqvs itogshi dzn magari kacia es da giroud minda monpeliesgan arc ait fanaze ar vityodi uars

0  
1 Vano7   (2012-03-12 7:11 PM) [Entry]
ar vici es mara wengers vendobiiiii

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]