მთავარი » 2012 ივნისი 9 » ჰოლანდია - დანია
10:36 AM ჰოლანდია - დანია | |
![]() ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის გახსნით მატჩში, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები დანიას დაუპირისპირდება. მატჩს უკრაინის ქალაქი - ხარკოვი უმასპინძლებს და თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ბერტ ვან მარვეიკისა და მორტენ ოლსენის გუნდებმა 3-3 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული თამაში არცერთ მათგანს უჩვენებია. პირველ შეხვედრაში, ჰოლანდიელები ბულგარელებთან – 1:2 დამარცხდნენ. თანაც, საკუთარ მოედანზე. დარჩენილ ორ მატჩში, "ნარინჯისფერებმა” შედეგიანად იასპარეზეს და ჯერ სლოვაკებს სძლიეს 2:0, შემდეგ კი, ჩრდილოეთ ირლანდიელები არ დაინდეს და 6:0 გაანადგურეს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|