2:43 PM ლუკას პოდოლსკი | |
ლუკას პოდოლსკი (პოლონ.: Łukasz Podolski - ლუკაშ პოდოლსკი, გერმ.: Lukas Podolski [ˈlukas poˈdolski]) (დ. 4 ივნისი, 1985, გლივიცე, პოლონეთი) — პოლონური წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი, კიოლნისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი. კარიერა პოდოლსკიმ ფეხბურთის თამაში 1991 წლიდან დაიწყო.18 წლისამ გააფორმა კონტრაქტი კიოლნის საფეხბურთო კლუბთან.19 წლის ასაკში თამაში დაიწყო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში.21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში 16 გოლი ჰქონდა გატანილი,ასეთი შედეგისთვის ამ ასაკში არავის მიუღწევია მანამდე.2006 წლიდან კი გადავიდა მიუნხენის ბაიერნში და კონტრაქტი გააფორმა 2010 წლამდე. 2009 წლის 19 იანვარს დაბრუნდა კიოლნში და კონტრაქტი გააფორმა 2013 წლამდე. ეროვნული ნაკრები ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 6.06.2004, უნგრეთთან თამაშში. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატში და 3 გოლი გაიტანა. 2005 წელს კონფედერაციის თასზე გაიტანა 3 გოლი. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და "საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის" ტიტული მიიღო. მიღებული აქვს ერთადერთი წითელი ბარათი 7.10.2006 საქართველოს ნაკრებთან თამაშში. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს 3 გოლი გაიტანა,თავი გამოიჩინა 4 საგოლე პასით,რომელთაგან 2 შვაინშტაიგერმა,1 კლოზემ და ერთიც ჰიტცლშპერგერმა გაიტანა.მიიღო "საუკეთესო ნახევარმცველის"ტიტული და ფიფამ ევროპის ჩემპიონატის ALL Star Team-ის შემადგენლობაში დაასახელა. 2008 წლის 6 ოქტომბერს გაიტანა ნაკრებში თავისი 30-ე გოლი,ამ შედეგით ის გერმანიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.23 წლის ასაკში მსგავსი შედეგი მსოფლიოს მასშტაბით ჰქონდა კიდევ 6 ფერხბურთელს: პელე,რონალდო,ფერენც პუშკაში, სვენ რიდელი,სტერნ ჯონი და სანდორ კოჩიში. გოლების რაოდენობით ის ამჟამინდელ ეროვნულ ნაკრებში მესამე ადგილზეა (საშუალოდ 1 გოლი ორ თამაშში)მიროსლავ კლოზესა და მიხაელ ბალაკის შემდეგ. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|