მთავარი » 2012 თებერვალი 14 » მილანი სრულ მზადყოფნაშია.
10:53 PM მილანი სრულ მზადყოფნაშია. | |
![]() იტალიური "მილანის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგაში "არსენალის” წინააღმდეგ 15 თებერვალს გასამართ პირველ მერვედფინალურ მატჩამდე ლაზარეთიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო.
Football Italia-ს ინფორმაციით, კვირადღის ვარჯიშში ძირითად ჯგუფთან ერთად ერთბაშად ოთხმა ტრავმირებულმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. 22 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელ ალეშანდრე პატუს მარცხენა ბარძაყი აწუხებდა. გამოჯანმრთელდა 27 წლის ფრანგი ნახევარმცველი მატიე ფლამინი, რომელსაც უმძიმესი ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. ვარჯიში გაანახლა 24 წლის განელმა გარემარბმა კევინ-პრინს ბოატენგმაც, ვისაც პატუს მსგავსად ბარძაყის კუნთი აწუხებდა. ანალოგიური დაზიანება ჰქონდა "მილანის” ვეტერან მცველ ალესანდრო ნესტასაც. ახლა ყველაფერი რიგზეა და თუ ალეგრი ისურვებს, ოთხივე ეს ფეხბურთელი ოთხშაბათს მოედანზე იქნება. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|