მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » აპრილი » 30 » პოდოლსკი არსენალში გადმოვიდა
5:24 PM
პოდოლსკი არსენალში გადმოვიდა
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ კიოლნმა და არსენალმა ლუკას პოდოლსკის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ეს ინფორმაცია თავად გერმანული კლუბის დირექტორმა გაავრცელა.



შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისიდან ლონდონელები გერმანელებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებეს პოდოლსკის თაობაზე, თუმცა ფასზე ვერ თანხმდებოდნენ. ჯერ-ჯერობით ტრანსფერის ღირებულება არ გახმაურებულა, თუმცა სავარაუდოდ იგი 15 მილიონ ფუნტს შეადგენს.



"სამწუხაროა, რომ პოდოლსკიმ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მართალია ეს მისი კარიერისთვის კარგია, თუმცა კიოლნისთვის დიდი დარტყმაა." - განაცხადა გერმანული გუნდის, დირექტორმა კლაუს ჰორსტმენმა.



"ლუკასი კიოლნს უამრავჯერ დახმარებია, ვფიქრობ, რომ მან დიდი კვალი დატოვა ამ გუნდის ისტორიაში. მას მხოლოდ მადლობას ვეტყვი იმისთვის, რაც კიოლნისთვის გააკეთა."



ახლა კი თავად ლუკას პოდოლსკის სიტყვებს შემოგთავაზებთ: "არსენალში გადასვლა ჩემთვის კარგია, ეს ევროპის ერთ-ერთი ტოპ კლუბია და აქ მე დიდ გამოცდილებას მივიღებ."



"კიოლნის დატოვება ჩემთვის არ არის იოლი. ეს გუნდი და ამ გუნდის გულშემატკივარი ჩემს გულში ყოველთვის იქნება. ახლა მთავარი ის არის, რომ კიოლნი ბუნდესლიგიდან არ გავარდეს." - დაასრულა პოდოლსკიმ.



შეგახსენებთ, რომ პოდოლსკი კიოლნში 2009 წლიდან გამოდის და 87 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 755 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
0  
4 Vano7   (2012-04-30 9:21 PM) [Entry]
ra premierliga to premierligas + liga + fa tasi + carlingis tasi tongue

+1  
3 InTera   (2012-04-30 9:17 PM) [Entry]
vndzrev am pexburtelze azari vanpersies kontraqti m,vila da premier liga chvenia bliad tongue

0  
2 Vano7   (2012-04-30 5:27 PM) [Entry]
ვაიმე რა მაგარიააააააააააააააააააააააააააააააა აააააააა ააააა ააააააააა პოდოლსკიიიიი

+1  
1 ucha   (2012-04-30 5:26 PM) [Entry]
magaria rogorc iqna

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]