მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » პრევიუ: სანდერლენდი VS არსენალი
5:44 PM
პრევიუ: სანდერლენდი VS არსენალი

                          

                   სანდერლენდი - არსენალი

 ჩემპიონატი: პრემიერლიგა, 25-ე ტური
 თარიღი: 11 თებერვალი, 19:00 საათი
 ადგილმდებარეობა: ინგლისი, სანდერლენდი, "სთედიუმ ოფ ლაითი".
 მთავარი მსაჯი: ნ. სვერბრიკი
  სავარაუდო შემადგენლობები:  

 სანდერლენდი: მიგნოლეტი, ბერდსლი, ოში, ტარნერი, რიჩარდსონი, ლარსონი, კოლბეკი, გარდნერი, მაკკლინი, სესენიონი, კემპბელი. 
 
 არსენალი: შესნი, სანია, მერტესაკერი, კოშელნი, ვერმაელენი, სონგი, არტეტა, რამსი, უოლკოტი, ვამ პერსი, ჩემბერლენი.   (შესაძლებელია ჟერვინიო ვიხიოლთ) 
  
  1მარტინ ო'ნილის კლუბს მარკოს ანჯელერი, ნიკლას ბენდტნერი, ტიტუს ბრამლი, უეს ბრაუნი, ლი კატერმოლი, მატეუ კილგალონი და დევიდ ვეუგჰენი ვერ დაეხმარებიან. 
  2.  ანდრე სანტოსი, კარლ ჯენკინსონი, აბუ დიაბი და ჯელ უილშირი–არსენალს დაკლდებიან.
  3."არსენალს" აფრიკის თასიდან დაუბრუნდა მარუან შამახი, რომლის ნაკრებიც,სამწუხაროდ,
                                                 ნაადრევად გამოეთიშა ტურნირს. 
  4.სანდერლენდი" ბოლო 3 მატჩია შინ არ დამარცხებულა "არსენალთან"
  5.ამ კლუბების პირველი წრის შეხვედრა, ლონდონში,ჩვენდა საბედნიეროდ, "არსენალის"
                                                      გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
  6. "კატები" ,  5 მატჩია არ დამარცხებულან. კლუბმა 3 შეხვედრა მოიგო პრემიერლიგაში "სუონსთან", "ნორვიჩთან" და "სტოკთან", ხოლო "Fa Cup-ზე" ჩემპიონშიფის წარმომადგენელს           "მიდლსბროს" გაუმკლავდა. აღსანიშნავია, რომ საახალწლოდ "სანდელენდმა" 
                                                   "მანჩესტერ სიტიც" დაამარცხა. 
  7.მარტინ ო'ნოლის მოსვლის შემდეგ, 10 თამაშში "სანდერლენდმა" 22 ქულა დააგროვა, ხოლო   მანამდე სტივ ბრიუსის ხელში, კლუბს 14 მატჩში 11 ქულა ჰქონდა მოპოვებული
                                                            თვითონ განსაჯეთ.
  8.სანდერლენდი" ამჟამად 33 ქულით მე–8 პოზიციაზე იმყოფება და დღევანდელ მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩება.ასე რომ უნდა მოვიგოთ!
   9.არსენალი" ამჟამად 40 ქულით მე–6 პოზიციაზეა. კლუბი 1 ქულით ჩამორჩება "ნიუკასლს", ხოლო 3 ქულით "ჩელსის". კიდევ ერთხელ : უნდა მოვიგოთ ! 
  10. აღსანიშნავია,რომ  წინა ტურში "არსენალმა" შინ 7:1 გაანადგურა "ბლექბერნი" .  
                                                          კარგ ხასიათზეც ვართ.
  11. "არსენალის" საუკეთესო ბომბარდირს, რობინ ვან პერსის პრემიერლიგაში 22 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბების პირველ შეხვედრაში ვან პერსიმ დუბლი გაიფორმა. ანგარიში მან 29–ე წამზე გახსნა, რაც ამ კლუბების დაპირისპირებაში ყველაზე სწრაფი გოლი იყო. ამის შემდეგ ანგარიში სებასტიან ლარსონმა გაათანაბრა 31–ე წუთზე, ხოლო შეხვედრას წერტილი კვლავ ვან პერსიმ დაუსვა 83–ე წუთზე.
  
            "სანდერლენდისა" და "არსენალის" უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები:
 
 
  • ინგლისის პრემიერ ლიგა - 21 ნოემბერი, 2009 - სანდერლენდი 1:0 არსენალი 
  • ინგლისის პრემიერ ლიგა - 20 თებერვალი, 2010 - არსენალი 2:0 სანდერლენდი 
  • ინგლისის პრემიერ ლიგა - 18 სექტემბერი, 2010 - სანდერლენდი 1:1 არსენალი
  • ინგლისის პრემიერ ლიგა - 5 მარტი, 2011 - არსენალი 0:0 სანდერლენდი
  • ინგლისის პრემიერ ლიგა - 16 ოქტომბერი, 2011 - არსენალი 2:1 სანდერლენდი
  

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 804 | დაამატა: giorgi_arsenali | ტეგები: პრევიუ, არსენალი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 Vano7   (2012-02-11 5:57 PM) [Entry]
saghol kaia :))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]