მთავარი » 2012 თებერვალი 11 » სანდერლენდი - არსენალი (სავარაუდო შემადგენლობები)
5:45 PM სანდერლენდი - არსენალი (სავარაუდო შემადგენლობები) | |
დღეს 11 თებერვალს გაიხსნა პრემიერლიგის რიგით 25-ე ტური. ამ ტურში არსენალი სტუმრად ეწვევა მარტინ ო’ნილის კლუბს სანდერლენდს რომელიც ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ საოცარ ფორმაში შევიდა და ცხრილის ზემოთა ნაწილშიც გადაინაცვლა. მე შემოგთავაზებთ ამ ძალზედ საინტერესო შეხვედრის სავარაუდო შემადგენლობებს. 13.ვოიცეხ შესნი 05.ტომას ვერმაელენი 06.ლორან კოშელნი 03.ბაკარი სანია 04.პერ მერტეზაკერი 08.მიკელ არტეტა 16.აარონ რემზი 17.ალექსანდრე სონგი 15.ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლეინი 10.რობინ ვან პერსი 14 ტეო უოლკოტი სანდერლენდი: 22.საიმონ მიგნოლეტი 11.კიერან რიჩარდსონი 04.მიშელ ტურნერი 16.ჯონ ო’ში 02.ფილ ბრადსლი 23.ჯეიმს მაკლინი 08.ქრეიგ გარდნერი 14.ჯეკ ქოლბექი 07.სებასტიან ლარსონი 28.სტეფან სესენიონი 09.ფრაიზერ კემპბელი როგორც იცით ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნიკლას ბენტნერი რომელიც არსენალის საკუთრებაა და განათოვრებულია წლის ბოლომდე სანდერლენდში. აქვე მოგახსენებთ იმასაც რომ სებასტიან ლარსონი არსენალის აღზრდილია და მან ემირეითსზე წინა შეხვედრაში საოცარი ჯარიმა გაუტანა არსენალს. წინა შეხვედრა ემირეითსზე გაიმართა სადაც არსენალმა 2-1 სძლია შავ კატებს. ამ შეხვედრაში რობინ ვან პერსიმ დუბლი შეასრულა. მან ლარსონის ჯარიმას ჯარიმითვე უპასუხა და თავის კლუბს 3 ქულა მოუტანა. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|