მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » ვენგერმა ტრადიციულად მატჩის შემდეგ პრესკონფერეცია გამართა
5:05 PM
ვენგერმა ტრადიციულად მატჩის შემდეგ პრესკონფერეცია გამართა

გუშინ სანდერლენდმა არსენალს უმასპინძლა და შინ 1:2 დამარცხდა. შეხვედრაში პირველი გოლი 70-ე წუთზე ჯეიმს მაკლინმა გაიტანა. ზუსტად 5 წუთში ანგარიში აარონ რემსიმ გააწონასწორა. საბოლო წერტილი კი ანდრეი არშავინის ჩაწოდების შემდეგ ტიერი ანრიმ დასვა (1:2).



"ანრიმ დღეს პრემიერლიგაში დაასრულა გამოსვლა. აშკარაა, რომ 3 ქულა მან მოუტანა გუნდს. იმედი მაქვს, რომ იგი ოთხშაბათს ლიგის მატჩზეც დაგვეხმარება." - განაცხადა ვენგერმა შეხვედრის შემდეგ.



"ტიერი იმის ცოცხალი მაგალითია, რომ დიდი მოთამაშეები არასდროს კარგავენ ტალანტს. მსგავსი ფეხბურთელები მანჩესტერ იუნაიტედშიც არიან - რაიან გიგზი და პოლ სქოულზი."



"ანრიმ არსენალში შესანიშნავად ითამაშა და ახლა ვიცი, რომ დაიწყებენ იმის შესახებ ლაპარაკს თუ რატომ ვუშვებ მას უკან ნიუ იორკ რედ ბულსში?"



"სანდერლენდმა კარგად ითამაშა. მათ შესანიშნავი დაცვა ჰყავთ ამიტომაც ვერ ვუტევდით ხშირად. მართალია ბურთი ჩვენ გვქონდა მატჩის უდიდეს ნაწილში, თუმცა სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა."



"ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ არსენალი ოთხეულში ვერ შევიდოდა, თუმცა ახლა უკვე ვიკავებთ ამ პოზიციას. ვფიქრობ, რომ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა სეზონის ბოლო ტურამდე გაგრძელდება და პრეტენდენტები ნიუკასლი, არსენალი, ჩელსი და ლივერპული იქნებიან."

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 871 | დაამატა: Arsenal | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 giorgi_arsenali   (2012-02-12 5:11 PM) [Entry]
arsenal ar gewyinos, ubralod satauri cota cudad jdeboda smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]