2:19 PM ტიერი ანრი LEGEND | |
![]() ტიერი დანიელ ანრი (ფრანგ. Thierry Henry) (გამოითქმის [tjɛʀi ɑ̃ˈʀi], დ. 17 აგვისტო, 1977) ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი. ლონდონის არსენალის თავდამსხმელი, განთქმული სისწრაფით, გოლების გატანის რეკორდით და საგოლე მომენტების შექმნის უნარით. ანრი დაიბადა და გაიზარდა პარიზის გარეუბნის ლეს ულისის, ლესონა რთულ სამეზობლოში, სადაც ის მთელ წყება ადგილობრივების მხარეს თამაშობდა როგორც დამწყები და დიდ პოტენციალსაც აჩვენებდა. ის 1990 წელს მონაკოს ყურადღების ქვეშ მოექცა და კონტრაქტიც მოკლე ხანში გაფორმდა, რითაც ანრის პროფესიული დებიუტი შედგა 1994 წელს. კარგ ფორმაში ყოფნამ საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია 1998-ში, რის შემდეგაც, მან კონტრაქტი იტალიის ჩემპიონობისთვის მებრძოლ იუვენტუსთან გააფორმა. ნახევარმცველად ნათამაშები წარუმატებელი სეზონის შემდეგ, 1999 წელს ანრი არსენალში გადავიდა £10.5 მილიონად. ანრიმ სწორედ არსენალში დაიმკვიდრა მსოფლიო კლასის ფეხბურთელის სახელი. მიუხედავად თავიდან პრემიერ ლიგაში თამაშისა, მის ანგარიშზე არსენალის თითქმის ყველა სეზონში დიდი რაოდენობით გოლების ირიცხება. მისი დიდი ხნის განმავლობში მენტორისა და მწვრთნელის, არსენ ვენგერის, ხელმძღვანელობით გახდა ანრი ნაყოფიერი თავდამსხმელი და 226 გოლით ყველა შეხვედრაში, არსენალის ყველა დროის ლიდერი გოლების რაოდენობით. ფეხბურთელს მოპოვებული აქვს ორი ლიგის ტიტული და სამი FA თასი The Gunners-ებთან ერთად; ასევე, ის ორჯერ ნომინირებულ იქნა ფიფას წლის მოთამაშის წოდებაზე; ორჯერ PFA წლის მოთამაშეთა მოთამაშეს, და სამჯერ Football Writers' Association-ის წლის ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა. არსენალში გატარებული ბოლო ორი წელი ანრი გუნდის კაპიტნად თამაშობდა; მისი ხელმძღვანელობით გავიდა კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს. 2007 წლის ივნისში, არსენალში გატარებული რვა წლის შემდეგ, მისი ტრანსფერი საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში £16.1 მილიონად მოხდა. ანრიმ მსგავს წარმატებას მიაღწია საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც, რომელთან ერთადაც გაიმარჯვა ფიფას 1998 წლის მსოფლიო თასზე და ევრო 2000-ში. 2007 წლის ოქტომბერში, მან მიშელ პლატინის გაუსწრო და რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით. მისი მიღწევების გათვალისწინებით, ანრი ბევრის მიერ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული. თავისი გამოცდილების შედეგად, ანრი აქტიურად გამოდის ფეხბურთში რასიზმის წინააღმდეგ. მისმა ფეხბურთის სტილმა და ინდივიდუალობამ განაპირობა ის, რომ ანრი ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე მარკეტირებული ფეხბურთელია; მას მონაწილეობა აქვს მიღებული ნაიკის, რიბოკის, პეპსის, რენოს და ჯილეტის სარეკლამო კამპანიებში. ადრეული წლები ანრი ანტილიური წარმოშობისაა: მისი მამა, ანტუანი, გვადელუპადან (კუნძული ლა დესირადე), ხოლო მისი დედა, მარისა, მარტინიკიდანაა. თავად იგი დაიბადა და გაიზარდა ზედმეტად ურბანიზებული პარიზის უბან ლეს ულისის მძიმე გარემოში, სადაც მიუხედავად სიძნელეებისა, კარგი საფეხბურთო შენობები და ბაზები იყო მისაწვდომი. ექვსი წლისამ, ანრიმ დიდი პოტენციალი აჩვენა, რითაც კლოდ შეზელისგან ადგილობრივ კლუბის CO Les Ulis-ის წევრობა მიიღო. მამამისი აძალებდა ფეხბურთის ვარჯიშებზე დასწრებას, თუმცა ახალგაზრდა დიდად არ იყო მოხიბლული ფეხბურთით.ის US Palaiseau-ს 1989-ში შეუერთდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მამამისს კლუბი აღარ აკმაყოფილებდა, ასე რომ ანრი Viry-Châtillon-ში გადავიდა ორი წლით.[1] US Palaiseau-ს მწვრთნელი ჟან-მარი პანზა—ანრის მომავალი მენტორი—გადასვლისას თან გაყვა ფეხბურთელს. არსენალი (1999-2007) იტალიაში ვერ მოწყობის შემდეგ, 1999 წლის აგვისტოში ანრის ტრანსფერი იუვენტუსიდან არსენალში £ 10.5 მილიონად განხორციელდა, რითაც იგი ყოფილ მენეჯერ არსენ ვერნგერს დაუბრუნდა. სწორედ არსენალში დაუმკვიდრდა მას მსოფლიო კალსის ფეხბურთელის სახელი, და მიუხედავად იმისა რომ მისი ტრანსფერი წინააღმდეგობების გარეშე არ ყოფილა, არსენ ვენგერი დარწმუნებული იყო, რომ ტრანფერი გადახდილ თანხად ღირდა. ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდის ნიკოლას ანეკლას შემცვლელად ნაყიდი ანრი, არსენ ვენგერმა მაშინვე თავდასხმაში დააყენა, რამაც მომდევნო წლებში კლუბს ბევრი სასიკეთო დივიდენდი მოუტანა. თუმცა, პირველი რვა შეხვედრის უგოლოდ ჩატარების შემდეგ, ეჭვი გაჩნდა მისი ინგლისურ სწრაფ და ფიზიკურ ფეხბურში ადაპტირების შესაძლებლობაზე. ინგლისში გატარებული რამდენიმე მძიმე თვის შემდეგ, ანრი დარწმუნებული იყო კიდეც რომ, მას "თავიდან უნდა ესწავლა ყველაფერი რაც მანამდე იცოდა თავდასხმის ხელოვნების შესახებ". ეს ეჭვებ მას შემდეგ გაქარწყლდა, როდესაც ანრიმ თავისი პირველი სეზონი არსენალში შთამბეჭდავი 26 გოლით დაასრულა. არსენალი მეორე ადგილზე გავიდა ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ, და უეფას თასის ფინალში თურქულ გალათასარაისთან დამარცხდა. თამაშის სტილი ახალგაზრდობაში ანრი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მონაკოში და იუვენტუსში გატარებული დროის განმავლობაში მას ფრთაზე თამაში მოუწია. როდესაც ანრი, 1999-ში, არსენალში გადავიდა, ვენგერმა ეს მაშინვე შეცვალა, ანრი ძველ პოზიციას დაუბრუნა და ხშირად აწყვილებდა ვეტერან ჰოლანდიელ დენის ბერკამპთან. 2004-05 სეზონის განმავლობაში, ვენგერმა არსენალი 4-5-1 ფორმაციაზე გადაიყვანა. ამ ცვლილების გამო ანრის ისევ ადაპტირება მოუწია, რათა შეწყობოდა არსენალის გუნდს, და ბევრი თამაშიც ითამაშა, როგორც განცალკევებულმა თავდამსხმელმა. და მაინც, ანრი არსენალის ძირითად შემტევ ძალად რჩებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში შესანიშნავი გოლებით გამოიხატებოდა. ვენგერმა ერთხელ თქვა თავის ახალგაზრდა ფრანგზე: "ტიერი ანრის შეეძლო ბურთის შუა მოედანზე მიღება და ისეთი გოლის გატანა, რომელსაც ვერავინ გაიტანდა მსოფლიოში". პირადი ცხოვრება და ოჯახი ანრიმ 2003 წლის 5 ივლისს ინგლისელი მოდელი კლერ მერი მოიყვანა ცოლად. ცერემონია ჰაიკლერის ციხესიმაგრეში ჩატარდა, და 2005 წლის 27 მაისს წყვილს პირველი ბავშვი, ტეა გაუჩნდა. ანრიმ შვილის დაბადების შემდგომი პირველი გოლი მას მიუძღვნა; თითებით ასო "T" გამოსახვით და მათზე კოცნით. სანამ ანრი ჯერ კიდევ არსენალში თამაშობდა, მან ასევე სახლი შეიძინა ჰემფსტედში, ჩრდილოეთ ლონდონი.თუმცა, ბარსელონაში ტრანსფერიდან მოკლე ხანში, ცნობილი გახდა რომ ანრი და მისი ცოლი გაიყრებოდნენ. პირადი ჯილდოები ევროპის ოქროს ბუცი: 2004, 2005 | |
|
სულ კომენტარები: 3 | |
|