მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

სამშაბათი, 2025-06-17
მთავარი » 2012 » ივნისი » 1 » ტომას ვერმალენს კარიერის ბოლომდე "არსენალში" სურს თამაში
8:04 PM
ტომას ვერმალენს კარიერის ბოლომდე "არსენალში" სურს თამაში
ბელგიელი ფეხბურთელი "არსენალში" 2009 წელს გადავიდა ამსტერდამის "აიაქსიდან". მიუხედავად მისი ტრავმიანობისა ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახდა ლონდონურ კლუბში. ლიდერის თვისებები და მეტოქის საჯარიმოში კარგი თამაში გახდა "მეთოფეთა" წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.

ამ მომენტისათვის უამრავი ჭორი არსებობს იმის შესახებ, რომ ვერმალენის გადაბირება რამდენიმე გუნდს უნდა, თუმცა თვითონ ფეხბურთელმა უარყო ეს ჭორები და განაცხადა რომ არსად წასვლას არ აპირებს.

"მე აქ სამუდამოდ დავრჩები. არ ყოფილა არანაირი შეთავაზება. მე მიყვარს ლონდონი, რადგან აქ სახლი მაქვს და თავსაც მშვენივრად ვგრძნობ. ასე, რომ მე ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ იმისათვის, რომ დავტოვო "არსენალი". - განაცხადა ვერმალენმა ინგლისთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 676 | დაამატა: Arsenal_Fan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Vano7   (2012-06-01 9:36 PM) [Entry]
დზაალიან მაგარი კაცი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]