თეო უოლკოტსა და ლონდონის "არსენალს” შორის ახალი კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით დიდი უთანხმოება წარმოიშვა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Goal-ი ექსკლუზიურად იუწყება. ამჟამად თეოს ხელფასი 60000 გირვანქაა მაგრამ მას 100000 უნდა. მაგრამ არსენალის შეფობა ამაზე უარს ამბობს.მოლაპარაკებებს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს "მანჩესტერ სიტი”, "ჩელსი” და "ლივერპული”. თეოს კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელიწადი დარჩა და შარშან ზაფხულში სწორედ მსგავსი სიტუაცია იყო სამირ ნასრისთან დაკავშირებით, რომელმაც ახალი ხელშეკრულება არ დადო, რის შემდეგაც "მეთოფეებმა” ფრანგი გაასხვისეს.