ესპანურმა მედიამ პერსის მომავალი გუშინ რეალს დაუკავშირა. ამ ჭორის ამგორებელი კი ისევ და ისევ Marca გახლავთ. თუმცა ამ ჭორებს მყისვე გამოეხმაურა არსენ ვენგერი და ასეთ სტატიებს სრული უაზრობა უწოდა.
"უნდა ვთქვა, რომ მარკა ინგლისური ჟურნალებივით საკმაოდ კრეატიულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ყველა სტატიის დაჯერება უაზრობაა. მათ კიდევ ერთი ამბავი შეთხზეს. მის შედეგებზე საერთოდ არ წუხან. ვფიქრობ ისინი ინგლისურ ტაბლოიდებზე უფრო შორს არიან სიმართლისაგან. ისინი უბრალოდ თხზავენ ამბებს, რათა მიიზიდონ მომხმარებელი." - განაცხადა არსენ ვენგერმა.