მთავარი » 2012 თებერვალი 12 » ვენგერი: "ნაკრების მწვრთნელი ინგლისელი უნდა იყოს"
5:12 PM ვენგერი: "ნაკრების მწვრთნელი ინგლისელი უნდა იყოს" | |
![]() საკმაოდ გამოცდილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა იტალიელი ფაბიო კაპელო დაიცვა და განაცხადა, რომ გუნდში კაპიტანი მწვრთნელზე მაღლა არ უნდა იდგეს. მისი მტკიცებით FA-მ ახალ მწვრთნელად აუცილებლად ინგლისელი უნდა დანიშნოს.
"ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ნაკრებში მწვრთნელად ინგლისელმა უნდა იმუშაოს, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უცხოელებს არ შეუძლიათ გუნდში კარგად მუშაობა. ჩემი აზრით მწვრთნელი წარადგენს თავის ქვეყანას და უკეთესია თუკი იგი ადგილობრივი იქნება, განსაკუთრებით თუკი საქმე ინგლისის ნაკრებს ეხება." "როდესაც FA ს გადაწყვეტილება გავიგე ვთქვი, რომ გუნდში კაპიტნის დანიშვნა, მხოლოდ მწვრთნელს ევალება და ეს ბუნებრივიცაა. შენ ათამაშებ გუნდს და შენვე ირჩევ კაპიტანს. ასეთ რამეს ნამდვილდ არ მოველოდი." "ძალიან მწყინს, როცა ვიგებ, რომ ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრები ასეთ საჭირო მომენტში დატოვა. როგორც ყველას მოგეხსენებათ 4 თვეში ევროპის ჩემპიონატი იწყება." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|