ვენგერმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ’’მილანთან’’ პირველ მატჩში სტუმრად თამამად უნდა შეუტიოს. მან 2008 წელი გაიხსენა, როდესაც სესკ ფაბრეგასისა და ემანუელ ადებაიორის გოლებმა ’’მეთოფეებს’’ ’’მილანი’’ დაამარცხებინა
და მაშინ ’’არსენალი’’ პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ეს ’’სან სიროზე’’ შეძლო.
’’როდესაც პირველი მატჩი გასვლაზე გვაქვს, ყოველთვის უნდა ვეცადოთ გოლების გატანას, რადგან ეს საპასუხო შეხვედრისთვის უპირატესობას მოგვცემს. ეს სისტემა აჯილდოვებს იმ გუნდებს, რომლებიც სტუმრად თამამად თამაშობენ. კარგად მახსოვს, როგორ დავამარცხეთ ’’მილანი’’ 2008 წელს და მჯერა, ახლაც შეგვიძლია ამის გაკეთება. მახსოვს, მაშინ მეტოქემაც კი აღნიშნა, რომ დამსახურებულად მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგაზე მრავალი წლის განმავლობაში ბევრი კარგი მატჩი ჩაგვიტარებია, ევროპის თითქმის ყველა დიდ სტადიონზე მოგვიგია’’ - აღნიშნა