მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მაისი » 18 » ვიეირა: „მეთოფეებმა ვან პერსი უნდა შეინარჩუნონ“
6:08 PM
ვიეირა: „მეთოფეებმა ვან პერსი უნდა შეინარჩუნონ“
არსენალმა უნდა შეძლოს ვან პერსის დაყოლიება ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რათა შეინარჩუნონ მათი მთავარი ვარსკვლავი, აცხადებს პატრიკ ვიეირა.

ვან პერსიმ პრემიერლიგაში 30 გოლის გატანა მოახერხა და გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა. ეს ნიშნავს, რომ მან უზრუნველყო თავისი გუნდის თამაში შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე.

28 წლის ჰოლანდიელი ჯერ არ დათანხმებულა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე და მას კონტრაქტი 12 თვეში ეწურება. მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი და აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი აცხადებენ, რომ მოთამაშე ახლა ეურო 2012-ისთვის ემზადება და ამიტომ ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებაზე.

გასულ ზაფხულში არსენალიდან წავიდა სესკ ფაბრეგასი. იგივე ნაბიჯი გადადგა სამირ ნასრიმ, რომელმაც მეთოფეებს დიდი ფული ამჯობინა და მანჩესტერ სიტიში გადაბარგდა.

ვიეირა მიიჩნევს, რომ ახლა არსენალი და ვან პერსი გზაჯვარედინზე არიან.

„სამირ ნასრისა და სესკ ფაბრეგასის დაკარგვა შარშან არსენალისთვის დიდი შოკი იყო. თუ წელს ისინი რობინ ვან პერსის დაკარგავენ, ეს იქნება დრამა", - აცხადებს პატრიკ ვიეირა.

„სამირი და სესკი გუნდიდან გასულ წელს წავიდნენ, თუმცა ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, ვინაიდან მათ უკან დგანან ჯეკ უილშირი და ვან პერსი. თუ წელს ვან პერსი წავა, ეს ნიშნავს, რომ შემდეგ წელს თეო უოლკოტი ან ჯეკ უილშირი წავა. ძალიან რთული იქნება არსენალისთვის მოთამაშეების შენარჩუნება".

„ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი და თუ რობინი კლუბში დარჩება, მაშინ ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელებიც მიბაძავენ მას. ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია ვან პერსის შენარჩუნება".

ვიეირა, რომელმაც სამჯერ მოიგო პრემიერლიგის ტიტული და ფა ქაფი ოთხჯერ არსენალთან ერთად, ახლა მანჩესტერ სიტიში ფეხბურთის განვითარების აღმასრულებელი დირექტორია, ის აგრძელებს: „არსენალის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე მათ ვურჩევ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები გააკეთონ, მაგრამ არსენალს არ სჭირდება ჩემი რჩევები".

„ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც აღმოფხვრავს გუნდში არსებულ პრობლემებს".

„ისინი დიდი რისკის ქვეშ დგანან, რადგან გასულ წელს მათ სამირი და სესკი დაკარგეს. ჩვენ არასდროს ვიცით რა მოხდება და ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს".

მეთოფეების მწვრთნელმა უკვე მოახერხა გუნდში სეზონის დაწყებამდე ახალი მოთამაშის მოყვანა. გავიხსენოთ, რომ მან ცოტა ხნის წინ მან გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკას პოდოლსკი შეიძინა კიოლნიდან.

ვიეირა გრძნობს, რომ უფრო შთამბეჭდავი ტრანსფერები დაეხმარება ვან პერსის კონტრაქტის გახანგრძლივებაში.

„რობინს ტიტულების მოგება სურს. არსენალმა უნდა უჩვენოს მას, რომ ამის გაკეთება შეუძლია", - აცხადებს ვიეირა.

„ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რობინს უყვარს არსენალი - ეს არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარია, თუ რამდენად შეძლებს არსენ ვენგერი რობინის დარწმუნებას ტიტულების მოგების შესაძლებლობებში".
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 771 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Arsenal_Fan   (2012-05-18 8:59 PM) [Entry]
aba raaaaa happy

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]