სანქტ პეტერბურგის ზენიტის მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველანაირად ეცდება ანდრეი არშავინის შენარჩუნებას . შეგახსენებთ, რომ რუს თავდამსხმელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს უსრულდება და დიდი შანსია მან გუნდი დატოვოს.
არშავინი არსენალში გადმოსვლამდე სწორედ ზენიტში თამაშობდა, ის ახლა იჯარის წესით არის ამ გუნდში და ძალიან ეხმარება თავის ყოფილ გუნდს წარმატებების მიღწევაში.
”ზენიტს ძალიან სჭირდება არშავინი, კლუბმა ყველანაირი შსაძლებლობა უნდა გამოავლინოს იმისათვის, რომ ანდრეი შეინარჩუნოს. ლუჩიანო სპალეტი ყველანაირად უნდა დავარწმუნოთ, რომ არშავინი გუნდში დატოვოს, რადგან მას სჭირდება ძლიერი ფეხბურთელები , რათა უფრო მეტი კონკურენცია გაუწიოს გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე.”-აცხადებს ზენიტის ყოფილი მწვრთნელი ზონინი.